28/06/2024
23:27
კონფლიქტები
გაგრის რაიონულმა სასამართლომ რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე სროლაში ეჭვმიტანილი კიდევ სამი პირი დააკავა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ გაგრის ე.წ. რაიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.
დანარჩენი სამი ეჭვმიტანილი წინა დღეს დააკავეს.
25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ოპერატიული ჩხრეკის შედეგად, მომხდარში ყველა ეჭვმიტანილი დააკავეს.
23 ივნისს გაგრის რაიონის სოფელ გიაჩრიფშთან თავდამსხმელები თეთრი უცხოური მანქანით, ფსოუს საგუშაგოზე მივიდნენ. მათ კალაშნიკოვის ავტომატიდან 27-ჯერ ისროლეს. შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი მუცლის ღრუში, მეორე გულმკერდის არეში, მესამე კი ფეხში დაჭრეს. იქვე მყოფმა ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მარჯვენა მხარზე მიიღო.
0
0