24/02/2022
13:07
საზოგადოება
შეთანხმების მიზანია, ორივე რეგულატორმა ხელი შეუწყოს ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მათი ეფექტიანობის ზრდას კომუნიკაციების კომისიისა და სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებულ სექტორებში - როგორც მაუწყებლობასა და ელექტრონულ კომუნიკაციებში, ასევე ენერგეტიკასა და წყალმომარაგებაში.
კომუნიკაციების კომისიის, სემეკისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების თანამშრომლობის შედეგად უკვე შეიქმნა სოციალური პროექტი - *303#, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებისთვის კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება გამარტივდა. მობილურ ტელეფონებზე კოდის - *303# აკრეფის შედეგად მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი და გადაამოწმონ დარიცხვა.
*303# კოდით მომსახურება უფასოა და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება, სერვისით მომსახურეობა ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას. დღემდე, *303#-ს 3 მილიონზე მეტი გამოყენება აქვს.
0
0