06/10/2024
22:58
არჩევნები 2024
მომავალ კვირას ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოზე და იქნება რეზოლუცია საქართველოზე, უნდა დაველოდოთ ამ რეზოლუციის საბოლოო სამუშაო ვერსიას და საბოლოო რეზოლუციას, ამის შემდეგ დავინახავთ ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, - განაცხადა ევროპარლამენტარმა დანილო დელა ველემ
მისი თქმით, მომავალ კვირაში იქნება მსჯელობა საქართველოზე:
„მომავალ კვირას ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოზე და იქნება რეზოლუცია საქართველოზე, უნდა დაველოდოთ ამ რეზოლუციის საბოლოო სამუშაო ვერსიას და საბოლოო რეზოლუციას, რადგან ჩვენ ამაზე უნდა გვქონდეს დისკუსიები. ამის შემდეგ დავინახავთ ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ევროპაში დემოკრატიის იდეა და შეგვიძლია, წავახალისოთ სხვა ქვეყნები, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენი რჩევები გაითვალისწინონ. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ყველა ქვეყანასა და ერს ჰქონდეს თავისი დამოუკიდებლობა და არჩევანის თავისუფლება, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას. მომავალ კვირას გვექნება საბოლოო რეზოლუცია. ყველამ იცის რომ ამ საკითხზე იქნება დისკუსიები. ჩემი პოზიცია ის არის, რომ არავინ არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში“. - თქვა ევროპარლამენტარმა
0
0