28/11/2024
12:28
მსოფლიო
მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა მოლდოვასთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.
სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან მოლდოვაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების ორგანიზების ვარიანტების განხილვას, ასევე „გაზპრომის“ მიმართ სს „მოლდოვაგაზის“ დავალიანების გადაწყვეტის გზებს - ამის შესახებ ინფორმაციას noi.md ავრცელებს
„გაზპრომმა“ არ დააკონკრეტა, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები იმაზე, თუ როგორ გააგრძელონ რუსული გაზის მიწოდება მოლდოვაში, თუ უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყდება 2025 წლის 1-ელ იანვარს.
მოლდოვას ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა, რომ ის წავა მოლაპარაკებებზე გაზპრომთან, რათა განიხილოს რუსული გაზის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტი უკრაინის გავლით საწვავის ტრანსპორტირების შეწყვეტის შემთხვევაში.
წლის ბოლოს „ნაფტოგაზსა“ და „გაზპრომს“ შორის ხუთწლიანი კონტრაქტი სრულდება და კიევმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ხელშეკრულების განახლებას, მაგრამ ევროპული მხარის მოთხოვნით შეიძლება მიწოდების გახანგრძლივება განიხილონ.
მოლდოვას რუსული გაზის მიღება შეუძლია თურქეთის ნაკადის საშუალებით - თურქეთიდან უკუსვლით ტრანსბალკანური გაზსადენის გავლით ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის გავლით. თუმცა, როგორც Moldovagaz-ის ხელმძღვანელმა ვადიმ ჩებანმა განაცხადა, თურქული ნაკადის ევროპული ხაზი დაჯავშნილია და აუცილებელია თურქეთთან გაზის მიწოდების განხილვა: შავი ზღვის გაზსადენის თურქული ხაზით ან ლურჯი ნაკადი. მოლდოვას მთელი რუსული გაზი მიდის დნესტრისპირეთში, მაგრამ ასევე გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე.
0
0