12/10/2024
18:16
არჩევნები 2024
მნიშვნელოვანია, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო-ს წარმომადგენლებზე ზეწოლა ახალი არ არის, ეს ოპოზიციის სტილია.
„ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. მნიშვნელოვანია, დაინტერესდნენ, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები, ვინაიდან ეს არის ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე, მაგრამ ეს ახალი ხომ არ არის. გაიხსენეთ 2020 წელი, არჩევნების წინაც და არჩევნების შემდეგ, როგორი ზეწოლა იყო ცესკო-ზე, მათ შორის, ცესკო-ს მაშინდელ თავმჯდომარეზე, ქალბატონ ჟვანიაზე. იყო როგორც ფარული, ისე ღია ბულინგი მის წინააღმდეგ. ოპოზიციის სტილია, რომ ადამიანებზე ჰქონდეს ზეწოლა, ამიტომ ერთის მხრივ, კარგია, რომ ეს გასაჯაროვდა და ყველაზე კარგი წამალი არის ყველა ამ ფაქტის გასაჯაროება, ყველა უნდა იყოს მხილებული, თუკი ასეთი ზეწოლა ხდება. იმედი მაქვს, სამართალდამცავი ორგანოებიც, ვფიქრობ, უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება.
0
0