01/10/2021
10:48
პოლიტიკა
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა გუშინ დატოვა.
„მან სულ ცოტა ხნის წინ დაწერა ამის შესახებ პოსტი ფეისბუქზე და მეც შემიძლია ინფორმაცია დავადასტურო. ჩემი ინფორმაციით, გუშინ დატოვა კიევი. სამი დღის წინ მან შეკრიბა გუნდი და გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა, რადგან ახლა გარდამტეხი მომენტია ქვეყნისთვის, როცა არჩევანი ევროპასა და წარსულს შორის უნდა გაკეთდეს. გვითხრა, რომ უნდა წავიდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანი რეფერენდუმია და საქართველოში უნდა იყოს“, – განაცხადა მარიამ ბარაბაშმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
0
0