15/10/2024
12:39
არჩევნები 2024
ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ გვიან, მაგრამ მტკიცედ აცხადებს „კოლექტიური ნაც-მოძრაობის“ გასამართლების დაპირებას. მიგვაჩნია, რომ მიზნის მიღწევა რთული იქნება, ვიდრე ადამიანთა ეს ჯგუფი აგრძელებს მათ მხარდაჭერას და არჩევნებში აძლევს ხმას, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.
როგორც წერილშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილისნაირ ოდიოზურ ფიგურას რომ კიდევ ხმას აძლევ და ამას შეგნებულად აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ თანამონაწილე და გამზიარებელი ხარ ყველა იმ კრიმინალის, რაც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდინეს.
„ძალიან ხშირად მოგვისმენია შეკითხვა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისგან, თუ ვინ არიან სექტის მხარდამჭერები, რა საშუალებით და მანქანებით დააჰიპნოზეს იმგვარად, რომ მზად არიან, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ ხმის მიცემის სანაცვლოდ დანაშაულის თანამონაწილე და სისხლის სამართლის დამნაშავეც კი გახდნენ. არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ამ ადამიანებს, ყველას აქვს გაცნობიერებული, თუ ვის აძლევენ ხმას და რადგან გონზე მოსვლის დრო ჯერ საკმარისად არის, მათ ბევრჯერ უნდა შევახსენოთ, რომ მაღალი ალბათობით, სააკაშვილი თავის ბოროტებითა და სხვისი გაუბედურებით დამძიმებულ ცხოვრებას კიდევ დიდხანს გააგრძელებს პატიმრობაში. მის მიმართ უკვე არსებობს განაჩენები სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, კიდევ რამდენი საქმე ძიების პროცესშია და წინ არის ყველაზე მთავარი − მისი უმკაცრესი გასამართლება 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებისა და ქვეყნის ტერიტორიების გადაბარების გამო, რისთვისაც მას სამუდამო პატიმრობა არ უნდა ასცდეს.
სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობას ისიც ემატება, რომ სამუდამო პატიმრობისთვის საკუთარმა პატრონებმაც გაწირეს და მხოლოდ მოვალეობის მოხდას დაემსგავსა მისი მოხსენიება ამა თუ იმ რეზოლუციაში.
აი, ასეთ ოდიოზურ ფიგურას რომ კიდევ ხმას აძლევ და ამას შეგნებულად აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ თანამონაწილე და გამზიარებელი ხარ ყველა იმ კრიმინალის, რაც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდინეს. დანაშაულში თანამონაწილეობა კი, არა მხოლოდ მორალურად, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა!“ - წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024