25/10/2021
13:38
საზოგადოება
„ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა, რომ ახლა სააკაშვილი შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და დღის წესრიგში დადგება სამედიცინო სერვისის გაწევა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, კონსილიუმმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოში.
„იუსტიციის სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებენ სააკაშვილი გადაიყვანონ კერძო კლინიკაში და თითქოს რაღაც საუბარი იმაზე, რომ კერძო კლინიკაში უნდა მომხდარიყო ჰოსპიტალიზება კონსილიუმის მხრიდან არ ყოფილა, ეს არის ტყუილი.
კონსილიუმმა, რომელიც საქართველოს მთავრობის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, მათ შორის შემადგენლობა ჯანდაცვის სამინისტროსგან იქნა დაკომპლექტებული, საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მაგნიტო რეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და დუპლექს სკანირების გაკეთება. ამის შემდეგ ვნახეთ სახალხო დამცველის შეფასება, რომლის წარმომადგენლობამ შეამოწმა მე-18 დაწესებულება და დადეს დასკვნა. პრინციპში ამას იუსტიციის სამინისტროც არ უარყოფს, რომ მე-18 დაწესებულებაში არ არის შესაძლებელი მაგნიტო რეზონანსული კვლევის და კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის გაკეთება. შესაბამისად, აშკარაა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას იმ პირობებში, როდესაც გვახსოვს ბრეგაძის განცხადება, როდესაც კონსილიუმი შეიქმნა და თქვა, რომ მათ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით შეასრულებდნენ", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
კითხვაზე, რატომ აქვს იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით ასეთი პოზიცია, ადვოკატი პასუხობს, რომ ისინი არ ხელმძღვანელობენ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, "ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით".
„მოვისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას იტყვის და სააკაშვილი გადავა მე-18 დაწესებულებაში. ჯერ ერთი პრემიერს ვინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოხდება სამკურნალოდ სააკაშვილის გადაყვანა და მერე მეორე უდაო უკვე, რომ გადაწყვეტილების მიღება იმაზე დაყრდნობით კი არ ხდება, სად იქნება უკეთესად შესაძლებელი მკურნალობა, არა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და ამით ხელისუფლება წირავს სააკაშვილს, მის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებს. ნიშანდობლივია, რომ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დატოვა კომისია და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, ფაქტია რომ კონსილიუმმა დადო დასკვნა, რომელიც არ სრულდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და ამის შემდეგ კონსილიუმის წევრი ტოვებს შემადგენლობას. მნიშვნელობა არ აქვს მიზეზად ის რას დაასახელებს, ნებისმიერი ადამიანი მიხვდება თუ რაშია საქმე და რატომ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება“ , - განაცხადა საძაგლიშვილმა.
0
0