29/09/2021
17:57
პოლიტიკა
აღნიშნული პოსტით სააკაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის დღევანდელ განცხადებას.
„სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურესად საშიშ დონეს აღწევს. მისივე თქმით, ამ ვითარებაში, არც ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. ფონ კრამონის განმარტებით, ამგვარ პოლიტიკურ გარემოში, სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.
ამავდროულად, ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში“.
0
0