მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ხვალ პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს
13/12/2022
11:20
სამართალი
A-
+A
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომას დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.
როგორც მან განმარტა, მიუხედავად განკარგულების გაცემისა, ახლა კლინიკა „ვივამედისგან“ ელოდებიან ნებართვის გაცემას.
მისი თქმით, კლინიკისგან პასუხი ცნობილი დღის განმავლობაში გახდება.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე დაიკითხებიან მოწმეებიც.
0
0
238
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%