13/12/2022
12:04
მედიცინა
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იღებდა ისეთ პრეპარატებს, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებდა და საჭირო მკურნალობასთან შეუსაბამო იყო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მკურნალობა არამიზნობრივია.
„იგი იღებდა არამიზნობრივად ნეიროლეფსიურ პრეპარატებს, რაც მის მდგომარეობას ამძიმებდა. იმ დიაგნოზებზე, რომელიც დღეს გამოიკვეთა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ვპროგნოზირებდით, შეუძლებელი იყო ამ მედიკამენტების დანიშვნა, ვინაიდან მისი მდგომარეობა მძიმდებოდა.
გარდა ამისა, დასკვნაში ცხადად არის ასახული, რომ იგი მუდმივად იღებს საშუალოდ 9-დან 14-მდე მედიკამენტს. ეს ყველაფერი ამძიმებს მის დიაგნოზს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სრულიად შეუსაბამოა მის საჭირო მკურნალობასთან.
საქართველოში გარკვეული მედიკამენტები მოხმარებაში არის, თუმცა ამერიკელების თვალსაზრისით, ეს მედიკამენტები მისი დიაგნოზის შესაბამისი არ იყო, ვინაიდან დიაგნოზების წარმომავლობა დაზუსტებული არ არის. შესაბამისად, ეს მკურნალობა არამიზნობრივია. გარკვეული დიაგნოზით ბნელ ოთახში მიმდინარეობდა დიაგნოსტიკა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
0
0