19/12/2022
17:50
სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საექსპერტო კვლევისთვის სისხლის ნიმუშის აღებაზე თანახმა არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა, ილია ლომიამ განაცხადა.
როგორც ლომია აღნიშნავს, სისხლის ნიმუშის ასაღებად დღეს ყოფილ პრეზიდენტთან გამომძიებელი უნდა მისულიყო, თუმცა, ის კლინიკაში არ გამოცხადდა.
„გამომძიებელთან კომუნიკაცია დღეს, 15:00 საათზე გვქონდა, სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიბარა, რათა კვლევისათვის სისხლის ნიმუში აეღო. ჩვენ მიხეილ სააკაშვილს შევხვდით, მაგრამ ამ დროს გამომძიებელი არ გამოცხადდა, მიზეზი არ ვიცით, მის ტელეფონზე რამდენჯერმე განვახორციელეთ ზარი, მაგრამ ის არ გვპასუხობს.
სააკაშვილის პოზიცია უარყოფითია, ამ კვლევებს ასეთი მეთოდით არ ატარებენო, ფრჩხილის და თმის ნიმუშები უნდა იყოს აღებული. თუ ამ კვლევებს საერთაშორისო გაიდლაინებით და სტანდარტებით ჩაატარებენ, დათანხმდება და არა, საქართველოში“, - განაცხადა ლომიამ.
0
0