06/10/2024
16:54
არჩევნები 2024
მიხეილ სააკაშვილის „ქეისი“ მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყალბია,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის შეკითხვას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ შედგენილი ფორმა N100-ის შესახებ.
მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებები და სიბინძურეები არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდება, თუმცა საბოლოოდ, ქვეყანაში მშვიდობა გაიმარჯვებს.
„ზოგადად, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული „ქეისი“ ყალბია. გვახსოვს, როგორი კამპანია მიმდინარეობდა – რიგი უცხოელი მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს, მოწოდებებს. რეზოლიციებიც კი აქვთ მიღებული, გამოუშვით ციხიდან, მისი მდგომარეობა მძიმეაო. დღეში 30-ჯერ კვდებოდა, რეალობა კი ვიცით, რაც იყო. ყველა სიბინძურეს გამოიყენებენ საარჩევნოდ. იქნება მსგავსი განცხადებები და შემოტევები. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში აუცილებლად მშვიდობა გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024