მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად – ცხადია არ შიმშილობს, მაგრამ ვერ ჭამს - ნიკა გვარამია
17/12/2021
17:33
საზოგადოება
A-
+A
“ის არის სუსტად. სამედიცინო მიმართულებით კომენტარებს არ გავაკეთებ, მე შემიძლია გითხრათ რას ვხედავ. არის სუსტად, არის წონაში დაკლებული და მნიშვნელოვნად ეტყობა ეს ყველაფერი. არ შიმშილობს ცხადია, მაგრამ ვერ ჭამს. – ამის შესახებ მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“სამ მეოთხედზე მეტს ვერ ითვისებს საკვებს და ეს არის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი. ამიტომ, გულწრფელად რომ გითხრათ, ის ისე სუსტად არის რომ ფიქრობს 23-ში სასამართლოზე მისვლას, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ ვითარებაში, თუ ის ასე იქნა, ჯობია, რომ ამისგან თავი შეიკავოს რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს და გასაგებია რა მიზანიც აქვს ამას ყველაფერს, მაგრამ ახლა მის სიცოცხლეზე დიდი მიზანი ჩემი აზრით არ არსებობს” – განაცხადა ნიკა გვარამიამ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ.
0
0
338
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%