19/04/2022
20:33
მსოფლიო
ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფაზაში გავანადგურებთ რუსეთის არმიას, – ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.
ვიდეომიმართვაში პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთის იზოლირება აუცილებელია.
„რუსულმა მხარემ დღეს გამოაცხადა სპეცოპერაციის მეორე ფაზის დაწყება. მათ უყვართ რაღაც სიმბოლოების გამოგონება, რომ ამ სიმბოლოებით ნაცისტებს ჰგვანან. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფაზაში გავანადგურებთ რუსეთის არმიას, რომლებმაც პრინციპში, ომი არ იციან და მხოლოდ ადამიანების ხოცვა და ინფრასტრუქტურის დანგრევა შეუძლიათ. არ ვიცი, რისი დემონსტრირება სურთ მსოფლიოსთვის. ალბათ, თავისი ბარბაროსული ცივილიზაციის, რომლის იზოლირებაც აუცილებელია. კი ბატონო, ახლა წავლენ დონბასში, სადაც დაკარგავენ გარკვეული რაოდენობით ხალხს, რომლებიც ადამიანებადაც კი არ მიაჩნიათ. კარგი, ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით“, – აცხადებს პოდოლიაკი.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024