12/02/2023
18:49
კულტურა
6 თებერვალს, დილის საათებში თურქეთსა და სირიაში 7.8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას 11 წუთის შემდეგ მეორე 7.6 ბალიანი დანმდევი ბიძგი მოჰყვა. თურქეთსა და სირიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ათასობით სიცოცხლე შეიწირა. ამას გარდა ბუნებრივმა კატასტროფამ სერიოზული ზიანი მიაყენა დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნლობის ძეგლებს.
თურქეთში მიწისძვრამ გაზიანთეფის სასახლე დააზიანა, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს. გაზიანთეფის სასახლე თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახული ციტადელი იყო. ის ა.წ. II და III საუკუნეში აიგო ჰიტიტების მიერ. მაშინ შენობას საყარაულო და სათვალთვალო დანიშნულება ჰქონდა. როდესაც ანატოლიის ნახევარკუნძული, ანუ დღევანდელი თურქეთი რომის იმპერიას ეკავა, კომპლექსი გააფართოვეს.
სასახლე VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I-ის ინიციატივით გააფართოვეს და განაახლეს. 1557 წელს სულეიმან ბრწყინვალის ქვეშ სასახლეს უკანასკნელად დაემატა ახალი ნაგებობები.
ფოტოებში სასახლის გორაზე ჩამონგრეულ ქვის გალავანს ვხედავთ. სასახლის აღმოსავლეთში, სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ბასტიონები მიწისძვირს შემდგომი რხევების დროს ჩამოიშალა.
სასახლის გარდა, მის მიმდებარე მე-17 საუკუნეში აშენებული სირვანის სასახლის გუმბათი და აღმოსავლეთი კედლის ნაწილი ჩამოიშალა.
თურქეთში იუნესკოს სიაში შესული დიარბაკირის ციხესიმაგრის კომპლექსსა და ჰევსელის ბაღების კულტურული ლანდშაფტში შემავალი ნაგებობებიც დაზარალდა.
სირიაში
მიწისძვრამ მარტო თურქეთის კულტურულ ძეგლები არ დააზიანა. ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე ქალაქი ალეპო, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული, მძიმედ არის დაზიანებული. ქალაქს ხანგრძლივი წარსული აქვს; ალეპო ძვ.წ II საუკუნეში რამდენიმე სავაჭრო გზის გასაყარზე მდებარეობდა. ალეპო ბევრი დამპყრობლის ხელში აღმოჩენილა - ჰიტიტების, ასირიელების, არაბების, მონღოლების, მამლუქების და ოსმალების. რაც სამოქალაქო ომი დაიწყო, ქალაქი განადგურების მუდმივი საფრთხის ქვეშაა. უკანასკენელი კატასტროფის სახით კი ალეპოს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს.
სირიის ანტიკვარიატისა და მუზეუმების დირექტორმა გენერალმა განაცხადა, რომ ალეპოს მე-13 საუკუნის ციტადელს მსუბუქი და საშუალო დონის ზიანი მიადგა. ეიუბის მეჩეთის შუქურის გუმბათი უმეტესწილად ჩამოინგრა, სასახლის შესასვლელები ჩაიხერგა და ქვის კოშკებიც დაზიანდა. ამას გარდა, ალეპოს ეროვნულ მუზეუმში დაცული არტეფაქტები არის დაზიანებული.
მიწისძვრის შემდეგ უპირველესი პრიორიტეტი ადამიანების გადარჩენასა და დანგრეული სახლების აღდგენას ენიჭება. თუმცა ის ძეგლები, რომლებიც ათასწლოვან ისტორიას ინახავენ, ასევე მნიშვნელოვანია. იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი უკვე მუშაობს ზარალის დადგენაზე სამომავლო რესტავრაციებისა და აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად.
წყაროები: IFLScience, CNN, Art & Object
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0