28/10/2021
10:18
პოლიტიკა
როგორც ის ვიდეომიმართვაში ამბობს, ორივე პოლიტიკური ძალა უპასუხისმგებლოდ იქცევა, რადგან ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობენ.
"იგივე შეცდომას ვუშვებთ, რაც დაუშვა ინდოეთმა. ჯერ "ნაცებმა" ჩაატარეს აქცია ბათუმში, ახლა დღეს - "ქართულმა ოცნებამ". მიტინგი კარგია, მაგრამ ლოგიკა გაქვთ? ადამიანები მოდიან ავტობუსებით, საათობით. თქვენ ახლა გგონიათ, იქ პირბადეები უკეთიათ? მეტი არაა ჩემი მტერი.
"მიწა დაგაყარეთ ორივეს! ვირუსის გავრცელების ბუდეები ხართ" - გიორგი ფხაკაძე "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" მიმართავს
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო პერიოდში ჩატარებული მასშტაბური აქციების გამო მწვავედ აკრიტიკებს.
როგორც ის ვიდეომიმართვაში ამბობს, ორივე პოლიტიკური ძალა უპასუხისმგებლოდ იქცევა, რადგან ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობენ.
"იგივე შეცდომას ვუშვებთ, რაც დაუშვა ინდოეთმა. ჯერ "ნაცებმა" ჩაატარეს აქცია ბათუმში, ახლა დღეს - "ქართულმა ოცნებამ". მიტინგი კარგია, მაგრამ ლოგიკა გაქვთ? ადამიანები მოდიან ავტობუსებით, საათობით. თქვენ ახლა გგონიათ, იქ პირბადეები უკეთიათ? მეტი არაა ჩემი მტერი.
გეუბნებით, მიწა დაგაყარეთ ორივეს ("ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება"), ვინ ხართ საერთოდ? შემოგზავნილები ხართ? ვირუსის გავრცელების ბუდეები ხართ. ჯანდაცვის ყველა ექსპერტს გეუბნებით, წყალში ჩაგეყარათ ყველაფერი. "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ჯანდაცვის ექსპერტები კანალიზაციას გაგაყოლეთ ორივეს.
როგორ მიეცით ამათ ამისი საშუალება? ეს ხალხი რომ ჩამოვიდა რაიონებიდან - მიკროავტობუსში ზის 10 კაცი, ერთს რომ ჰქონდეს ვირუსი გადასდებს მთელ "მარშუტკას", ის ჩამოვა თბილისში და გადასდებს სხვებს. 50 კაცი ხომ კვდება ახლა დღეშ? ნახეთ რა იქნება ორ კვირაში" - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
0
0