მივმართავ სასამართლოს, შეახსენოს სააკაშვილს, რომ იგი იმყოფება არა პრეზიდენტის, არამედ ბრალდებულის სტატუსით - ჯარჯი წიკლაური
29/11/2021
14:22
სამართალი
A-
+A
პროკურორი ჯარჯი წიკლაური მიმართავს სასამართლოს, „შეახსენოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი იმყოფება არა პრეზიდენტის, არამედ ბრალდებულის სტატუსით“.
მისი თქმით, არც ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საკითხზე.
„20 წუთია ვისმენთ და ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ 7 ნოემბრის საქმეზე და იქნებ სასამართლომ შეახსენოს, რომ ბატონი მიხეილი პრეზიდენტის სტატუსით არ გამოდის, ბრალდებულის სტატუსი აქვს და საპროცესო ნორმები დავიცვათ. პროცესს დავუბრუნდეთ სასამართლო განხილვის ან გონივრული დრო, მე მგონი 20 წუთი გონივრული დრო იყო მიმართვის. რამდენი ხანი შეიძლება ვუსმინოთ აბსოლუტურად სხვა გარემოებებზე სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული განცხადება. ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საკითხზე“, - განაცხადა პროკურორმა.
0
0
591
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%