21/10/2024
21:06
მსოფლიო
ევროკავშირის რეფერენდუმის შემდეგ, აშკარა გარე ჩარევის მიუხედავად, მივესალმები მოლდოვის მოქალაქეების პროევროპულ არჩევანს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
მიშელის თქმით, ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს მოლდოვას.
„ეს არის სიგნალი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს ერთგულებას ევროპული გზისკენ და საჭირო რეფორმების გაგრძელებას, რომლებიც გარდაქმნის თქვენს ქვეყანას. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მოლდოვას და იმუშაოს ჩვენი საერთო ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად ყველას კეთილდღეობისთვის“, – აცხადებს მიშელი.
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ყველა ბიულეტენი დაითვალა. ბიულეტენების სრულად დათვლის შემდეგ მოლდოვაში ევროინტეგრაციის მომხრეა 50,46%, ხოლო 49,54% – წინააღმდეგი.
0
0