23/10/2024
13:02
საზოგადოება
ავსტრალიაში ახალგაზრდა ქალი ორ ლოდს შორის ჩავარდა და თავდაყირა მდგომარეობაში საათები გაატარა.
ლოდებს შორის ქალი მას შემდეგ ჩავარდა, რაც ლაშქრობის დროს ტელეფონი გადაუვარდა და მის ამოღებას ცდილობდა.
მედიის ცნობით, ქალი, სახელად მატილდა კემპბელი ლოდებს შორის შვიდი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები კი მთელი ეს დრო მის გამოყვანას ცდილობდნენ. ლოდებს შორის ჩავარდნილი ქალის გამოყვანა მარტივი არ იყო, საჭირო იყო ლოდების დაშლა ისე რომ მატილდა უსაფრთხოდ გამოეყვანათ და გადაერჩინათ.
"ჩემი როგორც მაშველის,10-წლიანი მუშაობის განმავლობაში, მაგრამ ასეთი შემთხვევა არასდროს მქონია. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა", - ამბობს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი, პიტერ უოტსი.
მაშველების მისვლამდე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კი მის გამოყვანას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
უოტსი ამბობს, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ნანახმა დააბნიათ და ერთმანეთს გაოცებულები ეკითხებოდნენ, როგორ უნდა ეხსნათ მატილდა განსაცდელისგან.
"ერთმანეთს ვეკითხებოდით, როგორ ვაპირებთ მის გამოყვანას? დაუჯერებელია, რომ გადარჩენილს მხოლოდ მცირე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები აქვს", - ამბობს სასწრაფოს ექიმი.
0
0