03/11/2021
19:23
საზოგადოება
გია ბუღაძემ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.
„მიშა, იცოცხლე მიშა. უნდა გადარჩე, უშენოდ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება, თავის თავს დაკარგავს. ასე არ შეიძლება, ძალიან გთხოვ მოიკრიბე ძალები. შენ სჭირდები საქართველოს, შენ ჩვენ გვჭირდები, ძალიან გვჭირდები. აბა, ნახე, რამდენ ადამიანს მოუკლავ გულს, თუ ისე დამთავრდება, როგორც ამ გარეწრებს უნდათ, პუტინის მონებს უნდათ. არ შეიძლება ეს ასე მოხდეს, არ შეიძლება, ამხელა დანაშაული და უბედურება დაატყდეს თავზე ჩვენ საწყალ, გაუბედურებულ, გაღატაკებულ ქვეყანას, რადგანაც კიდევ მეორე პრეზიდენტი მოვკლათ? და შევეგუოთ ამას? არა, არავითარ შემთხვევაში. მიშა, იფიქრე დედაშენზე, იფიქრე შენს შვილებზე და ჩვენზეც იფიქრე, საქართველოზე იფიქრე. ვიცი, რომ ფიქრობ, მაგრამ შენ ცოცხალი გვჭირდები. გლოვა არ გვინდა, ჩვენ გამარჯვებისთვის გვინდა ბრძოლა. ისეთი ბრძოლა, როგორიც ჩატარდა წალენჯიხაში, ჩემს ძვირფას წალენჯიხაში.
იცით, მეგობრებო, ერთ საინტერესო რამეს გეტყვით. შეიძლება თქვენ არ იცოდეთ, მე მხატვარი ვარ და თან ვიკვლევ ხოლმე წარსულის რაღაცებს, წალენჯიხაში იცით როგორი ტაძარია? საოცარი და ამ ტაძარში არის ფრესკები, სადაც ანგელოზებს მწვანე თვალები აქვთ, სიცოცხლის თვალები აქვთ. მწვანეთვალებიანი წალენჯიხა გზას გაგვინათებს, რადგან იქ არის თავისუფლების ჰაერი, მიშა. ძვირფასო მიშა, თავს მიხედე, თავი გადაირჩინე. არ შეაკლა ამ პუტინის მონებს თავი, იმიტომ, რომ მესმის, მსხვერპლი ძალიან დიდი რამეა, მსხვერპლს დიდი შედეგები მოჰყვება, მაგრამ შეიძლება, ეს მსხვერპლი დანახულ არ იქნას. მე მაოცებს სხვათა შორის ჩვენი დასავლელი მეგობრების პასიურობა, ცოტა არ იყოს გაოცებული ვარ. რატომ ასე? იქ რაღაცა მოლდოვასთან დაკავშირებით ბევრად აქტიურები იყვნენ, იქ ბელარუსთან დაკავშირებით, რაშია საქმე? რას ელოდებიან? ვერ ხედავთ, რა დღეში ვართ და ფაქტობრივად, საქართველო ხომ აღმოსავლეთის უკიდურესი, ყველაზე მძლავრი ბლოკპოსტია. მასზე დგას ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპები და დასავლური ფასეულობები. ხელიდან უშვებს დასავლეთი საქართველოს? არა, ეს მშვენივრად იცის ჩვენმა მესამე პრეზიდენტმა და ძვირფასმა ადამიანმა, ამიტომ, კიდევ ერთხელ – მიშა, არ დაგვტოვო, მოიკრიბე ძალა. ჩვენ შენ ძალიან გვჭირდები. შენ სჭირდები საქართველოს მომავალს“, – აცხადებს გია ბუღაძე.
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024