27/03/2024
19:28
სამართალი
არავითარი „ვეტინგი“ სასამართლო სისტემას არ სჭირდება - ამის უკან იფარება ის, რომ წინასწარ არის გაწერილი სასამართლოდან გასაშვებთა სიები, ჩამოსახრჩობთა სიები, დასახვრეტთა სიები და ა.შ., - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან თევზაძემ „ვეტინგის“ სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ სასამართლო სისტემაში საერთაშორისო ექსპერტები ჩართონ.
„ჩვენთან არ არსებობს ამის საფუძველი საერთაშორისო ექსპერტები სადაც ჩაერთნენ და ვინებიც ჩაერთნენ, რა შედეგები დადგა იმ სახელმწიფოებში ჩემზე კარგად თქვენ მოგეხსენებათ. 10 წელია, ალბანეთში მიმდინარეობს „ვეტინგის“ პროცედურა და თვითონ ამის განმახორციელებლები ვერ პროგნოზირებენ, როდის დასრულდება ეს "ვეტინგი". მოლდოვაში დღესაც მიმდინარეობს „ვეტინგი“. თქვენ თუ გადაავლებთ თვალს მათ შეფასებებს, რა ვიცი. თუ ასე უნდა მოხდეს აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ნახეთ, სრული უმრავლესობა თითქმის სასამართლო კორპუსის არის წინააღმდეგი იმიტომ, რომ ამის უკან იფარება - წინასწარ არის გაწერილი სასამართლოდან გასაშვებთა სიები, ჩამოსახრჩობთა სიები, დასახვრეტთა სიები და ა.შ.,“ - განაცხადა თევზაძემ.
0
0