07/04/2023
00:43
სპორტი
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია – ასეთია Transfermarkt-ის განახლებული შეფასება.
Transfermarkt-ი წელიწადში სამჯერ მეტ-ნაკლებად ყველა საინტერესო ლიგასა და მოთამაშეს აფასებს. „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის ფასი ზუსტად ორჯერ გაზარდა, მისი ღირებულება სამი მილიონი ევრო იყო, ახლა კი ექვსი მილიონი გახდა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის სამი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი:
1. გიორგი მიქაუტაძე – საქართველო, „მეცი“ 6.00 მილიონი ევრო
2. ჯოშ მაჯა – ნიგერია, „ბორდო“ 4.00 მილიონი ევრო
3. ჟან-ფილიპ კრასო – კოტ დ’ივუარი, „სენტ-ეტიენი“ 4.00 მილიონი ევრო
შედეგად, 22 წლის თავდამსხმელი საქართველოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა შორის მესამე ადგილზე დაწინაურდა.
1. ხვიჩა კვარაცხელია – „ნაპოლი“ 85.00 მილიონი ევრო
2. გიორგი მამარდაშვილი – „ვალენსია“ 25.00 მილიონი ევრო
3. გიორგი მიქაუტაძე – „მეცი“ 6.00 მილიონი ევრო
4. საბა ლობჟანიძე – „კარაგუმრუკი“ 3.00 მილიონი ევრო
5. დავით ხოჭოლავა – „კოპენჰაგენი“ 2.50 მილიონი ევრო
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024