მიქაუტაძის "მეცი" ლიგა 1-ში გადავიდა - ოფიციალურად
13/06/2023
12:31
სპორტი
A-
+A
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილის "ბორდოსა" და "როდეზის" შეწყვეტილი მატჩის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება გამოიტანა - როგორც მოსალოდნელი იყო, ჟირონდულ გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.
შეგახსენებთ, თამაში 23-ე წუთზე შეწყდა, როდესაც "როდეზი" ლიუკა ბუადემ დააწინაურა. მას მოედანზე შევარდნილმა გულშემატკივარმა ხელი ჰკრა და მსაჯმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა.
ლიგა 1-ში ოფიციალურად გადავიდა გიორგი მიქაუტაძის "მეცი", რომელიც ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამეადგილოსანი "ბორდო" ლიგა 2-ში დარჩა. ამავე ლიგაში ადგილი შეინარჩუნა "როდეზმა", "ანსი" კი ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.
მიქაუტაძე ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
0
0
259
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%