06/07/2024
16:50
სპორტი
ფრანგული „მონაკოს“ დირექტორმა, ტიაგო სკურომ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც ის აცხადებს, კლუბი ქართველ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
„გიორგი მიქატაუძესთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ვიმედოვნებ, წარმატებულ და სამართლიან შეთანხმებას მალე მივაღწევთ. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ ვიპოვით გზას, რომელიც „მეცის“ მოლოდინებს დააკმაყოფილებს. ამ მომენტისთვის მათი კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრები“, – განაცხადა სკურომ.
გიორგი მიქაუტაძე ცოტა ხნის წინ „მეცმა“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ გამოისყიდა. ნიდერლანდების ჩემპიონატში ქართველი გასული წლის აგვისტოში გადაბარგდა, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდა და იანვარში საფრანგეთში იჯარის წესით დაბრუნდა.
გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. კონტინენტის პირველობაზე მან სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება „მონაკოს“, ამ გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში გასულ წელს მეორე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
0
0