17/10/2024
12:15
სპორტი
„მოხსნის თუ არა კითხვებს გიორგი მიქაუტაძე?“ – „ლიონისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესახებ წერილს გამოცემა leprogres-ი აქვეყნებს.
„ჟორჟ მიქაუტაძე ლიონის „ოლიმპიკის“ შემადგენლობაში დღემდე არაფრით გამოირჩევა. საფრთხე ჯერ არ არის. გასარკვევია, რატომ არის ადაპტაცია ასეთი ხანგრძლივი და როდის გამოისხამს ფრთებს?
ჟორჟ მიქაუტაძის ოცნება, დამკვიდრებულიყო ლიონის „ოლიმპიკში“ ჯერ კოშმარად არ გადაქცეულა, მაგრამ მასთან დაკავშირებით კითხვები აშკარად არსებობს. ლიგა 1-ის ოთხ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილმა თამაში უგოლოდ დაასრულა.
შესაძლოა, გავლენა პირველ ტურში „რენთან“ გაფუჭებულმა პენალტმა იქონია, მაგრამ უკვე იზრდება მოლოდინი „მეციდან“ 18,5 მილიონ ევროდ (პლუს 4,5 მილიონი ევრო ბონუსებით) შეძენილი თავდამსხმელის მიმართ, რომელიც გუნდმა 4-წლიანი კონტრაქტით დაიმატა.
თუმცა მიქაუტაძე „ლიონში“ საკუთარი ისტორიის წერას მხოლოდ ახლა იწყებს. მას კი გატანა რომ შეუძლია, ეს უკვე დაამტკიცა“, – წერს ფრანგული გამოცემა.
0
0