16/07/2024
11:05
სპორტი
"ეკიპის" ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 23 წლის თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" გადასვლა გადაწყვეტილია.
გამოცემის მტკიცებით, "მეცი" ტრანსფერში 18 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს ბონუსების გარეშე მიიღებს. ფეხბურთელი, რომელმაც "მონაკოში" გადასვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა, სამშაბათს დანიშნულების ადგილზე სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავა, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გიორგი პიერ საჟის გუნდს ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნებისთანავე, 28 ივლისს შეუერთდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ გუნდში მისი გასამრჯელო იმაზე ცოტათი მეტი იქნება, რასაც "აიაქსში" იღებდა.
"ოლიმპიკი" გასულ სეზონში ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
"ლიონის" გულშემატკივრები მიქაუტაძის მშობლიურ გუნდში დაბრუნებას სოციალურ ქსელებში განიხილავენ და მიესალმებიან.
0
0