16/07/2024
15:24
სპორტი
თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ლიონი“ გიორგი მიქაუტაძესთნ კონტრაქტს გააფორმებს – კლუბი „მეცს“ ქართველი თავდამსხმელის სატრანსფერო ფასზე შეუთანხმდა – იუწყება ფრანგული გამოცემა „ეკიპი“.
„მიქაუტაძე გასულ სეზონში „აიაქსიდან“ „მეცში“ დაბრუნდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი გუნდში დარჩენას არ აპირებდა, მით უფრო, მას შემდეგ, რაც „მეცი“ ლიგა 2-ში დაქვეითდა.
თავიდან ისე ჩანდა, რომ მიქაუტაძე „მონაკოს“ ფეხბურთელი გახდებოდა. კლუბმა მასთან პირადი კონტრაქტიც შეათანხმა, „მეცს“ კი ყველა მნიშვნელოვან დეტალზე მოელაპარაკა. სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში მიქაუტაძემ „ლიონში“ გადასვლა გადაწყვიტა, ქალაქში, სადაც დაიბადა და ფეხბურთის თამაში დაიწყო.
„ლიონი“ ტრანსფერში 18 მილიონ ევროს გადაიხდის (ბონუსების გამოკლებით), რაც ნაკლებია იმ თანხაზე, რომელსაც „მეცს“ „მონაკო“ სთავაზობდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სამშაბათს, 16 ივლისს, ლიონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრება და ლიგა 1-ის კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს“, – წერს ფრანგული გამოცემა.
0
0