11/11/2024
18:39
პოლიტიკა
მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნები“, დაუბრუნდეს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს და ობიექტურად და სამართლიანად ასახოს ყველა ის პროცესი, რაც მიმდინარეობს საქართველოში არჩევნების შემდეგ, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან ისაუბრა, თუ რამდენად დააზარალა საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2024 წლის არჩევნებზე. შარაბიძე დარწმუნებულია, რომ საზოგადოება იმდენად გაიწაფა დაორგანიზებული კამპანიების გამოცნობაში, რომ მათი განცხადებები შესაძლოა, აღარც იყოს საჭირო, თუმცა, მისივე თქმით, კომისია ცდილობს, არ დატოვოს რეაგირების გარეშე არც ერთი ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
„ამ შემთხვევაში სამწუხარო გახლავთ ის, სულ ვამბობდით, არჩევნების წინ ამას, რომ არჩევნებზე ობიექტური დაკვირვება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი საარჩევნო პროცესის მთლიანობის და სამწუხაროა, რომ ახლა ჩვენ ვიღებთ ისეთი ტიპის ანგარიშებს - დავიწყოთ იმით, რომ 2024 წლის არჩევნების ხმის პარალელური დათვლის ანგარიში არ გამოაქვეყნა ამ ორგანიზაციამ, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მონაცემები აბსოლუტურად ემთხვევა ცესკოს მონაცემებს; მეორე - ასეთივე ცალსახა ანგარიშები, სადაც ასახულია ძალიან მცირე გამოვლინება, რომელსაც ადმინისტრაციასთან არც დადგენილია და ვერც ექნება ვერანაირი კავშირი და მეორე მხრივ, არ არის ასახული უამრავი ის ფაქტი, მოვლენა, რომელსაც ჩვენ ჩვენს ანგარიშებში ვაქვეყნებთ 4 წელიწადია“, - განაცხადა შარაბიძემ.
0
0