მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ვინც პანდემიის პერიოდში, ჩვენი პაციენტების მკურნალობაშია ჩართული და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნავს - ეკატერინე ტიკარაძე
26/12/2021
11:37
საზოგადოება
A-
+A
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უწყების ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე, საკუთარი გამოსვლა ექიმებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ვინც, პანდემიის პერიოდში, ჩვენი პაციენტების მკურნალობაშია ჩართული და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნავს. მადლობა იმ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით. ასევე, დიდი მადლობა ყველა მომიჯნავე სტრუქტურასა და სამინისტროს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პანდემიის მართვაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ანგარიშის - „ჯანდაცვის სისტემების გამოწვევები - პანდემიის მართვა და რეფორმები“ წარდგენას ესწრებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე, ბიძინა კულუმბეგოვი, ივანე ჩხაიძე, თამარ გაბუნია და პანდემიის მართვაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები.
0
0
294
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%