მილანში ავიაკატასტროფას რვა ადამიანი ემსხვერპლა
04/10/2021
11:58
მსოფლიო
A-
+A
იტალიაში, მილანის გარეუბანში, მცირე ზომის PC-12 ტიპის ერთძრავიანი თვითმფრინავი, რომელშიც ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა, ორსართულიანი ცარიელი საოფისე შენობის სახურავს დაეჯახა და აფეთქდა; ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია.
თვითმფრინავი მილანის Linate-ს აეროპორტიდან კუნძულ სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა. იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის მგზავრებს შორის იყო რუმინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მაგნატი დენ პეტრესკუ, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ასევე, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ იტალიელი ბიზნესმენი ფილიპო ნასკიმბენე, მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. დანარჩენი რუმინელი მგზავრების იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა.
კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. ამოღებულია თვითმფრინავის "შავი ყუთის" ჩამწერი.
0
0
154443
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%