14/04/2023
23:03
სპორტი
იტალიური Il Mattino წერს, რომ მილანი-ნაპოლის მთავარი მსაჯი ისტვან კოვაჩი უეფას ტურნირებზე სეზონის ბოლომდე აღარ იმუშავებს.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური დუელის პირველ შეხვედრაში რუმინელმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს არ მოეწონათ.
მილანში გამართულ მატჩს უეფას მსაჯთა კომისიის ხელმძღვანელი რობერტო როზეტიც ესწრებოდა და კოვაჩის მოქმედებები ძალიან არ მოეწონა.
რაფაელ ლეაომ კუთხურის ალამს ფეხი დაარტყა, თუმცა რუმინელმა პორტუგალიელი არ გააფრთხილა, პიოტრ ჟიელინსკის წაქცევისათვის ყვითელი ბარათი არც რადე კრუნიჩს უჩვენა. რაღაც პერიოდის მანძილზე რეფერი ყველაფერზე თვალს ხუჭავდა, შემდეგ, კი ყველას გაფრთხილება დაიწყო და ანდრე ფრანკ ზამბო-ანგისას წითელი ბარათი საკამათო სიტუაციაში უჩვენა.
ამ და კიდევ რამდენიმე შეცდომის გამო ისტვან კოვაჩი სეზონის ბოლომდე უეფას თამაშებზე აღარ იმუშავებს.
"სან სიროზე" მილანმა ნაპოლი 1:0 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრა სამშაბათს, 18 აპრილს, "დიეგო მარადონაზე" შედგება.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024