12/11/2024
13:49
პოლიტიკა
მიდი თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე! - მე ამკრძალავს ახლა ირაკლი კობახიძე? ვინ ეკითხება მაგას საერთოდ? - ასე უპასუხა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხებოდა, სადაც ის ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრობს.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის რესურსი მმართველ გუნდს არ აქვს.
„ამ თვითმარქვია ირაკლი კობახიძეს ვეუბნები - რამდენ ხანს უნდა იტყუო შე საცოდავო, შენ?! მიდი თუ მაგარი ხარ, აკრძალე ოპოზიცია. აკრძალოს, რამდენ ხანს უნდა იბაქიბუქო?! რას ამკრძალავს! მე ამკრძალავს ახლა ირაკლი კობახიძე? ვინ ეკითხება მაგას საერთოდ? მაგ თვითმარქვიას. მიდი, ამკრძალე, ირაკლი კობახიძეს ვეუბნები! მიდი თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე და თუ ვერ ამკრძალავ და ვერაფერს მიზამ, მაშინ ენა დაადუმე შე თვითმარქვია უბედურო!“- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღოს.
0
0