03/11/2024
19:26
მსოფლიო
მეცნიერებმა, დნმ-ის, 3D ბეჭდვის აპარატის და სახის მოდელირებისთვის საჭირო სპეციალური თიხის გამოყენებით, პოლონეთში, 400 წლის წინ გარდაცვლილი ქალის სახის აღდენა შეძლეს. რომელიც ცრურწმენების შესაბამისად იყო დაკრძალული. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მიცვალებულ ფეხზე ბოქლომით და კისერზე რკინის ნამგალით იყო დამარხული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვამპირი ეგონათ და მიცვალებულის დაკრძალვის ამ მეთოდს, მისი მკვდრეთიდან აღდგომა უნდა აღეკვეთა.
“ზოსია”, როგორც მას ადგილობრივებმა უწოდეს, 2022 წელს ტორუნის ნიკოლაუს კოპერნიკის უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფმა იპოვა.
”ეს გარკვეულწილად ირონიულია. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ის დამარხეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის არ დაბრუნებულიყო, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ იგი გაცოცხლებულიყო", - განაცხადა შვედმა არქეოლოგმა ოსკარ ნილსონმა.
ნილსონის განმარტებით, ზოსია გარდაცვალების დროს 18–20 წლის იყო. მისი თქმით, ქალის თავის ქალას ანალიზმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა დაავადება, რომელის გულის წასვლას და ძლიერ თავის ტკივილს იწვევდა. ამასთან, მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებდა.
0
0