მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
09/07/2022
19:30
სამართალი
A-
+A
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 58 წლის მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, მკვლელობა მეუღლის მიმართ გენდერული ნიშნით არის ჩადენილი და საუბარია ეჭვიანობის ნიადაგზე.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულმა მძინარე მეუღლეს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. საქმეში მტკიცებულებების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი და მოწმეების ჩვენებებია.
დაკავებული ბრალს აღიარებს. შემთხვევა გუშინ თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მოხდა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
344
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%