25/01/2022
14:53
სამართალი
მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საიას ადვოკატი საგამოძიებო უწყებას მიმართავს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით. მასალების გაცნობის შემდეგ კი, არასრულწლოვანთან შეთანხმებით, დაიგეგმება შემდეგი ნაბიჯები.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საია გამოძიების მსვლელობის თაობაზე ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს. კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024