16/02/2022
12:05
საზოგადოება
კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კანონდარღვევაა და მათი ბარათები დაიბლოკება.
თბილისის მერის თქმით, ე.წ. გამტარებლებს კანონის დარღვევის საშუალება არ მიეცემათ.
„მინდა ასევე გამოვეხმაურო ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავრცელებულ კადრებს, რომელიც თბილისის მეტროსადგურში იყო გადაღებული. როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის თანამშრომლები, კონტროლიორები ხაზს ვუსვამ, კანონის სრული დაცვით თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ.
კერძოდ, ისინი სხვა მოვალეობებთან ერთად აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონიმენტით გატარებას. ეს შეიძლება არ იყოს მათი აბონემენტი და შეიძლება იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, სოციალურად დაუცველი პირის ან სტუდენტის შეღავათიანი ბარათები, რომლითაც ისინი ატარებენ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას.
ანუ გაატარებს და იღებს თანხას. ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებში ბარათები ბლოკირებული იქნება, რომ არ მივცეთ ადამიანებს კანონის დარღვევის საშუალება და შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს.
ასეთი უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კონტროლიორს სრული უფლება აქვს ჩამოართვას კანონდამრღვევს სამგზავრო ბარათი და დაბლოკოს. მედიასაშუალებებს მოვუწოდებ ნუ შეეცდებიან ხელი შეუშალონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს საქმიანობაში და ნუ ცდილობენ კანონდარღვევა წაახალისონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0