27/01/2022
15:07
სამართალი
ჩხეიძის თქმითვე, ჩვენება მიცემული აქვს ბრალდებული პოლიციელების ხელმძღვანელს, რომელმაც მისი თანამშრომელბი ვიდეოჩანაწერში ამოიცნო.
პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე ექსპერტიზა ჩატარდება.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას პატიმრობა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. მოწმის სახით გამოკითხულია არაერთი პირი, თავად დაზარალებული და ასევე, მოპოვებული გვაქვს აუდიო-ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად არის ასახული ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაული.
ამ ეტაპზე სამხრე კამერებთან დაკავშირებით ველოდებით შესაბამის პასუხს, ახორციელებდნენ თუ არა, ეს პატრულ ინსპექტორები გადაღებას.
ჩვენება ორივე ბრალდებულს აქვს მიცემული, დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილითაც და თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, რომ 23 იანვარს, ისინი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას მეტროსადგურ "ისნის" შენობაში, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივე აღნიშნულ ბრალს უარყოფს. ჩვენ ვმოროგეობდით, ჩვენ ვასრულებდით სამსახურეობრივ მოვალეობას, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ კადრებშიო, ასე ამბობენ. ბრალდებულებისთვის კადრები წარდგენილი გვაქვს და უარყოფენ, რომ ისინი არიან. თუმცა, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თანამშრომელია გამოკითხული, რომელმაც ვიდეოჩანაწერებში ორივე პირი ამოიცნო. მეტროსადგურის ყველა აუდიო-ვიდეოჩანაწერი ამოღებულია, თუმცა, სადაც ძალადობა მოხდა, ვიდეოკამერები არ ყოფილა, თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები ფიქსირდება", -განაცხადა ჩხეიძემ.
ცნობისთვის, პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პატრულ-ინსპექტორს კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024