10/10/2024
16:24
არჩევნები 2024
მეტრომ და ყველა სხვამ უარი გვითხრა სარეკლამო კლიპის გადაღებაზე - პოლიტიკაში არ ვერევითო - ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში წერს
"სასხვათაშორისოდ ვიტყვი, რომ მეტრომ და ყველა სხვამ უარი გვითხრა სარეკლამო კლიპის გადაღებაზე - პოლიტიკაში არ ვერევითო. ვითომ ან უფასოდ ვთხოვდი, ან ქოცური პოლიტიკის გამო ყველა უმუშევარი და ჩამოშლილი არ დარჩებოდა, ქვეყანასთან ერთად.
ბოლოს ქოცების კლიპი გადაიღეს.
არ ჩაერიოთ პოლიტიკაში, აბა თქვენ იცით. ბოლოს კრასნოდარის ბუნების სისათუთეზე არ მოგიწიოთ კლიპების გადაღება, ოღონდ მთელი ინდუსტრიის სირცხვილია ეს, არა მარტო უშუალო შემსრულებელი მეტროსი", - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, სარეკლამო კომპანია "მეტროს" თანამშრომლები ტოვებენ - მიზეზი "ქართული ოცნების" დაკვეთით მომზადებული პოლიტიკური სარეკლამო რგოლი გახდა. აღმოჩნდა, რომ კომპანიის თანამშრომლების ნაწილმა სახელისუფლებო პარტიის დაკვეთის შესახებ არაფერი იცოდნენ, და გადაღებების ნაწილი სარეკლამო კომპანიამ ფრილენსერების საშუალებით შეასრულა.
0
0