18/03/2022
12:38
მსოფლიო
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება. ამის შესახებ pravda.com წერს.
„მესმის პრეზიდენტი ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება, რადგან ისინი პრეზიდენტი პუტინის დამპყრობელი ჯარების სასტიკი, უაზრო ომის მსხვერპლნი არიან. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა - გერმანია თამაშობს მთავარ როლს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსეთმა ომის გამო „უპრეცედენტო სანქციებით“ „მაღალი ფასი“ უნდა გადაიხადოს. სტოლტენბერგმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინულ ჯარებს 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ წვრთნიან, ეს ყველაფერი კი „უკრაინას დაეხმარა რუსული ჯარების შემოჭრის წინააღმდეგ“.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ აუცილებელია, ეს კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და არ გასცდეს უკრაინის საზღვრებს.
0
0