06/11/2023
13:00
სპორტი
მაიამის ინტერისა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ფეხბურთს ითამაშებს, ვიდრე არ იგრძნობს, რომ ამის გაკეთება აღარ შეუძლია - წერს Marca.
„მინდა გავაგრძელო მანამ, ვიდრე არ ვიგრძნობ, რომ ამის გაკეთება აღარ შემიძლია. ვიდრე არ ვიგრძნობ, რომ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას ვითამაშო ისე, როგორც მინდა“ - განაცხადა მესიმ.
მესი ბარსელონაში 2003 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა. მიუხედავად ორივე მხარის სურვილისა, ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული ფინანსური შეზღუდვების გამო, ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და არგენტინელი თავისუფალი აგენტი გახდა.
ბარსელონას შემადგენლობაში მესიმ 10-ჯერ მოიგო ჩემპიონატი, შვიდჯერ ეროვნული თასი და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა.
თავდამსხმელი მაიამის ინტერში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” ორი წლის თამაშის შემდეგ. 20 აგვისტოს არგენტინელმა ამერიკაში პირველი თასი - ლიგის თასი მოიგო.
მანამდე მესიმ თქვა "შანსი არ არის", როდესაც მან "ბარსელონაში" დაბრუნება შეაფასა.
0
0