31/10/2023
01:45
სპორტი
პარიზის სასტუმრო "შატლეში" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო "ფრანს ფუტბოლის" მთავარი ჯილდო კარიერაში მერვედ არგენტინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ლეო მესიმ მიიღო.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი) დაასახელეს.
საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აიტანა ბონმატი (ბარსელონა) აღიარეს, ხოლო ქალთა საუკეთესო გუნდად "ბარსელონა".
საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) მიიჩნიეს.
წლის ბომბარდირის პრიზით ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) დააჯილდოეს.
საუკეთესო კლუბად "ზედიზედ მეორედ მანჩესტერ სიტი" დასახელდა.
ჰუმანიტარულ მოღვაწეობაში შეტანილი წვლილისთვის ვინისიუსს (რეალი) სოკრატესის პრემია გადაეცა.
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად „ოქროს ბურთის“ 2023 წლის დაჯილდოებაზე გამოჩნდა. ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგებას ლიონელ მესი იმსახურებს.
0
0