29/04/2023
19:11
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონაში“ დაბრუნებას აპირებს.
არგენტინული გამოცემა TyC Sports-ის ჟურნალისტის სეზარ მერლოს ინფორმაციით, ფეხბურთელი ელოდება კატალონური კლუბისგან კონტრაქტის შესახებ შეთავაზებას და მას მიღებისთანავე დათანხმდება,
ამასთან, „ბარსელონამ“ ჯერ უნდა დაამტკიცოს ლა ლიგასთან მომდევნო სეზონის ეკონომიკური გეგმა, რომელშიც შედის დანახარჯები ხელფასზე და ტრანსფერებზე, იმისთვის, რომ ფინანსური ფეარ პლეი არ დაირღვეს, ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს 200 მილიონ ევროს. რამდენიმე დღის წინ, „ბარსელონამ“ უკვე წარუდგინა ლა ლიგას თავისი ფინანსური გეგმა და მისი მოწონებისთანავე, კლუბი მესის ოფიციალური წინადადებით მიმართავს. ამასთან, ამტკიცებენ, რომ მესისთვის ხელფასს არ ექნება დიდი მნიშვნელობა, რადგამ მას ძალიან სურს ისევ „ბარსელონაში“ თამაში.
ხოლო თუ ლა ლიგა მაინც რაღაც მიზეზების გამო უარს იტყვის „ბარსელონას“ ფინანსური გეგმის მოწონებაზე, მესი განიხილავს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაგრძელების წინადადებას.
ამასთან, ფორვარდი, რომელსაც ივლისში 36 წელი უსრულდება, არ არის დაინტერესებული საუდის არაბეთში გადასვლით, საიდანაც უფრო სარფიანი შეთავაზებები აქვს. მესის სურვილია კარიერა ევროპაში გააგრძელოს.
0
0