11/10/2021
14:45
პოლიტიკა
მისი თქმით, ამ დროისთ მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნა ექვსი წლით მოუწევს.
ამასთან, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ ციხეში ყოფნა მოუწევს.
"როგორც დაასრულა ამ ადამიანმა ეს ავნტიურისტული ექსპერიმენტი, კარგად ვნახე ყველამ. თავი ამოყო ციხეში. ამას გარდა, კარგად გვესმის, რომ ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი ციხეში დაჭერა, ეს არის ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არჩევნების მეორე ტურს გამჭვირვალედ ჩავატარებთ, ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარევა. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა შეეხებოდეს მოსახლეობის გასაჭირს. დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს ექვსი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა, რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისივე გუნდელებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0