მექსიკაში სატვირთო მანქანის ავარიას 53 ადამიანი ემსხვერპლა
10/12/2021
11:24
მსოფლიო
A-
+A
მექსიკის სამხრეთით, ჩიაპასის შტატში, სატვირთო მანქანა გადატრიალდა და ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა და ათობით მძიმედ დაშავდა. სატვირთო მანქანაში, რომელიც ცენტრალური ამერიკიდან მიემგზავრებოდა, 100-ზე მეტი ჰონდურასელი და გვატემალელი მიგრანტი იმყოფებოდა.
წინასწარი ვერსიით,ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ცენტრალურ ამერიკაში სიღარიბესა და ძალადობას ასობით ათასი ადამიანი გაურბის და ყოველწლიურად ცდილობს მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლას. ბევრი მიგრანტი კონტრაბანდისტებს ურიგდება, რომლებსაც ისინი სატვირთო მანქანებით ხანგრძლივი და სახიფათო მოგზაურობისას უკანონოდ გადაჰყავთ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, აშშ-მექსიკის საზღვარი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო გადაკვეთის ხაზია. მხოლოდ 2021 წელს, საზღვრის გადაკვეთისას, სულ მცირე, 650 ადამიანი დაიღუპა.
0
0
464
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%