მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ქმედებები შეინიშნება - სუს-ი
27/01/2022
11:37
კონფლიქტები
A-
+A
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სოფლის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.
მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე.
ცოტა ხნის წინ, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ახალი მანიშნებლებია გაკეთებული საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვრისხევში.
„ძველი ე.წ. საზღვარი სოფლის სასაფლაოდან ერთ კილომეტრში გადიოდა. ახლა თეთრი ლენტები შეაბეს სასაფლაოსთან ახლოს, კირბალიდან მეჯვრისხევამდე ხეებსა და ბუჩქებზეა გაკეთებული. რაღაც რუკები აქვთ და ამ რუკების მიხედვით, შესაძლოა, ჩემი და ჩემი მეზობლის სახლი ოკუპირებულ მხარეს მოყვეს. ასევე, სასაფლაოს ნაწილიც“, – განაცხადა სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ნოდარ ზანგურაშვილმა.
0
0
583
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%