08/03/2023
20:43
კონფლიქტები
ქართველმა მომღერალმა მეგი გოგიტიძემ რუსეთის ქალაქების ტურნეს ფარგლებში ჩრდილოეთ ოსეთში ორი კონცერტი გამართა. მომღერალმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ბევრმა ცხინვალელმა მომხმარებელმა გამოთქვა გაკვირვება იმის გამო, რომ ვლადიკავკაზში, რესტორან „თორნეში“ ქართული დროშები გამოჩნდა და ახალგაზრდებმა „შემსრულებლთან ერთად ქართულად იმღერეს“.
კონცერტთან დაკავშირებით აღშფოთება გამოხატეს უკრაინაში მებრძოლმა ოსებმაც. სოციალურ ქსელში მებრძოლ ალექსანდრე ბაგაევის ვიდეომიმართვაც გავრცელდა:
„ჩვენ ვიბრძოდით ამ კულტურისა და ამ მტრის წინააღმდეგ. დღეს კი ვუყურებთ საქართველოს დროშებს ოსეთში, ასევე მღერიან, ცეკვავენ, მხიარულობენ... ხალხო! დავივიწყეთ რა დაგვიშავა ამ მტერმა? ვინმეს დაავიწყდა 2008 წელი? ამ მტერს დღესაც ვებრძვით. აქაც (უკრაინაში - რედ.) არის „ქართული ლეგიონებიც“. ჩვენ მათ ვებრძოდით ცხინვალში და ჩვენ მათ წინააღმდეგ ვიბრძვით აქ... ყველაფერი მესმის, მაგრამ ამის გარეშე ვერ გავძლებთ? ძმებო, ვიფიქროთ ჩვენს პატივსა და ტრადიციებზე, ეროვნულ იდენტობაზე და გამარჯვებებზე. რა მოგვივიდა? ჩვენ აქ „ქართულ ლეგიონებს“ ვებრძვით, 2008 წელს მათ ვებრძოლეთ და ისინი ჩვენს ოსეთში არიან?!“ - ამბობს ბაგაევი.
0
0