15/08/2022
14:43
მსოფლიო
ჩინეთში ჰიბრიდულმა მაგნიტმა მსოფლიოში უძლიერესი სტაბილური მაგნიტური ველის ახალი რეკორდი დაამყარა.
ჩინეთში, Steady High Magnetic Field Facility-ში (SHMFF) წლების მუშაობის შემდეგ მაგნიტმა 45.22 ტესლას სიმძლავრის მაგნიტურ ველს მიაღწია - წარმოიდგინეთ, ეს მაგნიტი თქვენი მაცივრის სუვენირის მაგნიტზე ათი ათასობით უფრო ძლიერია.
წინა რეკორდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, National High Magnetic Field Laboratory-ში (MagLab) 1999 წელს დაამყარეს - მაგნიტის სიმძლავრე 45 ტესლად უტოლდებოდა.
რით არის რეკორდსმენი მაგნიტი განსაკუთრებული? ეს მაგნიტი ორი გზით წარმოქმნის მაგნიტურ ველს - გარე სუპერგამტარი წრით და შიდა რეზისტორი Bitter მაგნიტით. თითოეულ მათგანს თავიანთი შეზღუდვები აქვთ: სუპერგამტარ მაგნიტს დაბალი შემავალი სიმძლავრე აქვს, მაგრამ გააჩნია მაგნიტური ველის სიმძლავრის განვითარების ზედა ზღვარი; Bitter მაგნიტს კი გაცილებით დიდი შემავალი სიმძლავრე ესაჭიროება.
ამ ორი ტექნოლოგიის გაერთიანება, როგორც ვხედავთ, რეკორდულ შედეგებს იძლევა. 2016 წელს ამ გზით განავითარა ჩინეთში SHMFF-მ 40 ტესლას სიმძლავრის მაგნიტი. თუმცა, მეცნიერები არ დაკმაყობილდნენ და იქამდე არ გაჩერდნენ სანამ მსოფლიოს ახალი რეკორდი არ დაამყარეს.
მეცნიერების გუნდმა 26.9 მეგავატის შემავალი ენერგიით მიაღწიეს რეკორდულ 45.22 ტესლად მაჩვენებელს. თავის დროზე, ამერიკაში, MagLab-ში, რეკორდი დასამყარებლად 30 მეგავატი გამოიყენეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინელმა მეცნიერებმა ამერიკის რეკორდი მოხსნეს და თან ნაკლები ენერგიაც დასჭირდათ.
მეცნიერების გუნდი ირწმუნება, რომ ეს მიღწევა მასალათა მეცნიერების დაწინაურებაში დაგვეხმარება და ენერგოეკონომიური ელექტრული მასალების განვითარებას შეუწყობს ხელს.
მანამდე კი ისევ ამერიკის MagLab-ი ინარჩუნებს მსოფლიოში უმძლავრესი მაგნიტური ველის რეკორდს - ლაბორატორიაში, 2019 წელს, ერთ-ერთი ცდის დროს მაგნიტმა წამიერად განავითარა 45.5 ტესლად სიმძლავრე.
განა ახლა გაჩერდებიან ჩინეთის მეცნიერები, როცა ამერიკულ ლაბორატორიას ერთი მსოფლიო რეკორდი უკვე მოუხსნეს?
იხილეთ ვიდეო:
წყარო: Science Alert
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0