15/10/2024
15:39
მსოფლიო
მეცნიერებმა საბოლოოდ ამოხსნეს ფეხსახსრიანთა საიდუმლოება - მათ კოლოსალური, ათასფეხას [მრავალფეხიანთა] მსგავსი ფეხსახსრიანი ტიპის ცხოველის ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე 340 მილიონი წლის წინ არსებობდა. ეს უძველესი ფეხსახსრიანი, თავისი უზარმაზარი ზომით და იდუმალებით, საუკუნეების განმავლობაში პალეონტოლოგების ინტერესის სფერო იყო.
საფრანგეთში, ქვანახშირის საბადოში ფოსილური ნაშთების აღმოჩენამ მეცნიერებს მნიშვნელოვანი ცნობები მისცა. მოწინავე კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების ტექნიკით მკვლევარებმა, ნამარხის დაზიანების გარეშე, ცხოველის თავის მოდელირება შეძლეს.
სკანირებამ გამოავლინა მრგვალი თავი, ზარისებრ ორ მოკლე საცეცთან და კობორჩახლის მსგავს ორ ამობურცულ თვალთან ერთად, ასევე მცირე ზომის პირი. მიუხედავად მისი დიდი ზომისა, ცხოველი, სავარაუდოდ, მხოლოდ ფოთლებითა და ხის ქერქით იკვებებოდა.
''ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ ცხოველის სხეული ათასფეხას, თავი კი - ტუჩფეხიანთა წარმომადგენლების მსგავსი იყო,“ - თქვა მკვლევარმა ჯეიმს ლამსდელმა
ფეხსახსრიანი ცხოველი, როგორც ტუჩფეხიანთა და მრავალფეხიანთა წინაპარი, ფეხსახსრიანების უდიდეს ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც მოიცავს მწერებს, კიბოსნაირებს, ობობებსა და მორიელებს. 1800-იანი წლების ბოლოდან, მეცნიერები აგროვებდნენ და გულმოდგინედ სწავლობდნენ ფეხსახსრიანი ცხოველის ნამარხს და უძველეს დროში მისი არსებობისა და მნიშვნელობის ირგვლივ „საიდუმლოებას“ თანდათან ნათელს ჰფენდნენ.
0
0