მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
30/01/2025
18:16
სამართალი
A-
+A
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო“, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 1005,88 გრამი) გამოვლინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეებს აღნიშნული ოქროს ნაკეთობები მალულად ჰქონდათ განთავსებული.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 127 597,49 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
0
0
47
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%